ევროკავშირმა ოლიგარქიულ რეჟიმთან კომუნიკაცია გააჩერა. მოქმედი მთავრობისთვის კარი დახურულია და ახლა არჩევნებზეა დამოკიდებული, ამოქმედდება თუ არა ევროკავშირის სანქციები. დღეს ელჩმა გარკვევით თქვა, რომ ერთპარტიული პარლამენტით საქართველო ვერასდროს გახდება ევროკავშირის წევრი.
სულ უფრო ხშირად ისმის შედარებები ბელარუსთან. უპრეცედენტო კრიზისი დასავლელ პარტნიორებთან ოლიგარქის მიზანმიმართული არჩევანია, რომლითაც ქვეყანას იზოლაციაში აქცევს. რამდენად ღრმაა ეს კრიზისი არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე კიდევ გამოჩნება, როცა უმაღლეს დონეზე ევროპელი ლიდერები საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ.